საზარელი ავარია მოხდა ცოტახნის წინ კახეთი, დედოფლისწყაროში. დაღუპულია ახალგაზრდა და-ძმა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი დაეჯახა, რომელიც მას მკვეთრ მოსახვევში შესვლისას მოწყდა.

შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომობილის ორი მგზავრი, 35 და 37 წლის და-ძმა. დაშავდა მესამე მგზავრიც, მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6- ე ნაწილით დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here