წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე სილაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

ალექსანდრე სილაძე 2010 წლიდან მუშაობდა ,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის” რეგისტრატურის სამსახურში. ის ძალიან გულისხმიერი, პროფესიონალი და ერთგული თანამშრომელი იყო. მისი თანამონაწილეობით რეგისტრატურის სამსახურში არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განვითარდა.

ალექსანდრე სილაძე ძალიან დააკლდება “წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის” გუნდს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here