ნანუკა სტამბოლიშვილის სერიალი “სხვისი შვილი” დასრულდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი Turkish TV Club წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც ჩანს “ემანეთის” გადაღებები დასრულდა! საუბარია არა სეზონის, არამედ სერიალის დასრულებაზე. მჯერა, რომ ეს სერიალი ტრამპლინი იქნება ნანაუკას კარიერაში და მას კიდევ ბევრ, უფრო მასშტაბურ და წამატებულ პროექტებში ვიხილავთ.” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თურქული სერიალი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.