სამეგრელოში სისხლიანი გარჩევა 25 წლის თორნიკე გოგიას მკვლელობით დასრულდა. სენაკში, გორის ქუჩაზე გოგიებს საკუთარ სახლში თავს დანით შეიარაღებული პირები გვიან ღამით დაესხნენ. ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის ძმაა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა თავდამსხმელმაც.

მოკლული ახალგაზრდა, ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს. დაჭრილები კი ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. “კურიერის” ინფორმაციით, ის 21 ლუკა სარიაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here