ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში შემზარავ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ, 26 მარტს მოხდა.

”გურიანიუსის” ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილები ძმები არიან.

„ერთი ძმა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები…”,-ამბობს წყარო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here