რუსთავში მოკლული დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. გარდაცვლილები მარიამ სოფრომაძე და მისი დედა- ინგა ბეგაშვილი არიან.

მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, თუმცა იმ დროს იქ ბევრი ხალხი არ იმყოფებოდა. დანაშაულის ადგილას პირველები რუსთავის დასუფთავების თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც 5 გასროლის ხმა გაიგეს და ორი ცხედარი ნახეს. მათივე თქმით, დამნაშავეს გაქცევა არ უცდია და პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. ერთ ერთი ვერსიით კი მან, თავად დარეკა პოლიციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here