ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ძმები ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან მდინარეში გადავარდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

„ავტოსაგზაო შემთხვევას ეცერში ემსხვერპლნენ… არ წყდება ტრაგედია, 1 წელიც არ გადის მშვიდობიანად ისე, ვინმე ახალგაზრდა ტრაგიკულად არ დაგვეღუპოს… გისამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს…“,-წერია სვანეთინიუსის განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here