უბედურ შემთხვევას ქუთაისელი ბაიკერი ალექსანდრე ნუცუბიძე ემსხვერპლა. ის ავარიის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ბიჭი მოტოციკლით დაიმტვრა. ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:

„წუხელ დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს.არავის გვინდოდა დაგვეჯერებინა რომ ჩვენ ხელში გაზრდილი ულამაზესი ვაჟკაცი ალექსანდრე ნუცუბიძე ტრაგიკულად დაგვეღუპა.არადა როგორ გვიხაროდა მისი დაოჯახება ულამაზესი გოგონა მოიყვანა , მერე ვაჟკაცის მამა გახდა.თითქოსდა ყველაფერი წინ იყო და აგერ ეს დამანგრეველი საბედისწერო შემთხვევამ წაგვართვა ჩვენი ალეკო. სიტყვები არ არსებობს დედამიწის ზურგზე რომ ვუთხრა მის დედას სოფიკოს და მამას კახას.მის ტყუპისცალ პაპუნას,დას თამარს და უმცროს ძმას ლუკას.ასევე მის მეუღლეს ანას ,შვილს თომას.დიდია მათი ტკივლი და დარდი.უფალმა მოგცეთ გამძლეობა და აცხონოს ალეკოს სული.
ღრმა მწუხარებით დავითი,მაკა ,ნინი იოსებაშვილები გიზიარებთ მწუხარებას და მთელი გულით გითანაგრძნობთ.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here