ბათუმში, დაკარგულ ალექსანდრეზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ:
„მეგობრებო შესაძლოა ალექსანდრე იყოს საქართველოს რომელიმე ქალაქში,გთხოვთ ყურადღება გამოიჩინოთ და თუ სადმე დაინახავთ დაუკავშირდეთ ოჯახს, სიფრთხილით მოახერხოთ ფოტოს გადაღება.

ალექსანდრე არის 14 წლის, 16 იანვარს დაიკარგა. გვაქვს თქვენი ჩართულობის და გულისხმიერების იმედი. მალე დაგვიბრუნდი ალექსანდრე, გფარავდეს უფალი“,- წერენ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here